დავიბადე ქ. თბილისში, დავამთავრე მე–60 საშუალო სკოლა. მიღებული მაქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება. ვსწავლობდი ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ვოკალის განხრით, რის შემდეგ სწავლა გავაგრძელე ხელოვნების მუსიკალურ აკადემიაში.
1996 წლიდან 2003 წლამდე სტუდია ''ლურჯა ცხენების" ვოკალისტი. ვარ 50–მდე სიღერის ავტორი. სიმღერები შექმნილია შ.ნიშნიანიძის, ი. ნონეშვილის, გ.ტაბიძის ლექსებზე. ვთანამშრომლობ მუსიკალურ სტუდიებთან NM რეკორდი-ხელმძღვანელი ნ. რუხაძე, ხ.ლალიაშვილთან და ბ. ტერელაძესთან. ჩემი სასიმღერო კარიერა დაიწყო 1995 წლიდან. მაქვს ორი ალბომი. პირველი გამოვიდა 2006 წელს სახელწოდებით „გინატრე“, მეორე 2008 წელს – „მოღალატე“. ორივე ალბომში შესულია ქალაქური სიმღერები, რომელთა ავტორები არიან: გ. ცაბაძე, ნ. ანანიაშვილი, ზ. ჩინჩალაძე, ნ. რუხაძე, ლ. ზადი კაშვილი, ლ. ურდულაძე და ნ.ბალახაშვილი. ორივე ალბომი გამოსცა სტუდია
„თბილისმა“. ვთანამშრომლობ რადიო „არ დაიდარდო“–სა და „საქართველოს ხმა“–სთან. მაქვს მიწვევები ისრაელში, თურქეთში, ეპანეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
მყავს შვილი კახაბერ მეჭიაური.







